
ალეკ ბოლდვინს გადასაღებ მოედანზე დაღუპული ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის ოჯახის წევრები(მშობლები და და) სასამართლოში უჩივიან. მსახიობს დაუდევრობაში სდებენ ბრალს, რომლის შედეგადაც ადამიანი გარდაიცვალა.
ცოტა ხნით ადრე ბოლდვინსა და იარაღის სპეციალისტ ჰანა გუტიერეს რიდს, დაუდევრობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით ნიუ-მექსიკოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.
2021 წელს მომხდარი უბედური შემთხვევიდან მალე ბოლდვინის წინააღმდეგ ჩივილს ჰატჩინსის ქმარი აპირებდა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და საქმე სასამართლომდე არ მისულა.
"ბატონი ბოლდვინი არც კი შეხმიანებია ოჯახის წევრებს. საუბარი მაქვს მშობლებზე და დაზე. ისინი იმსახურებენ სამართლიანობას". – ამბობს ოჯახის ადვოკატი.
როგორც ცნობილია, 2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ სანტა-ფეში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ იარაღს, 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა, ასევე დაშავდა რეჟისორი ჯოელ სოუსა.
0
0