
ევროპელი ლიბერალები აღშფოთებულნი არიან „ბიბისის“ დღევანდელი გამოძიებით, რომელიც ავლენს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს მშვიდობიანი, ევროკავშირის მომხრე მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა, რაც ფუნდამენტურ უფლებებზე შოკისმომგვრელი თავდასხმაა, – ამის შესახებ „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) განცხადებაშია ნათქვამი.
„ალდე“ მოუწოდებს პარტნიორებს, შეზღუდონ იმ აღჭურვილობის გადაცემა, რომლის გამოყენებაც შესაძლოა, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მოხდეს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენი წევრი პარტიებისა და ოპოზიციის მოთხოვნას დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარების შესახებ და მოვუწოდებთ პარტნიორებს, შეზღუდონ ისეთი აღჭურვილობის გადაცემა, რომელიც შესაძლოა, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული.
ჩვენ ბოლო 365 დღის განმავლობაში ვდგავართ საქართველოს მამაცი ხალხის გვერდით დემოკრატიული, პროევროპული მომავლისთვის ბრძოლაში და ამას გავაგრძელებთ“, – წერს „ალდე“ სოციალურ ქსელ X-ზე.
0
0