10/12/2022
23:53
პოლიტიკა
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას თქმით, საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით სააკაშვილს "ვიღაცამ უმტყუნა", თუმცა ამას დიდი სურათისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ალასანიამ ამის შესახებ ტვ “პირველთან” ინტერვიუში ისაუბრა.
"რა საკვირველია, ვიღაცამ უმტყუნა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას დიდი სურათისთვის? კი უმტყუნეს. ალბათ, ვიღაცამ უმტყუნა, ვიღაც გვერდზე გავიდა. ის ხალხი უფრო საინტერესოა, დროებითი ხალხი, მიტმასნებული, თანამგზავრები. იმიტომ, რომ ისინი მრავალრიცხოვანია. ჩვენ ვეძებთ პატარა ნემს თივის ზვინში, ის ერთი, ვინ უმტყუნა, რაც ძნელი საპოვნელია. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ უმტყუნა, ვინ უთხრა, ჩამოდიო [...] რა ქნეს, როგორ ქნეს ეს, მაგათ სინდისზეა". – თქვა ალასანიამ.
ექსპრეზიდენტის ბიძა ასევე ამბობს, რომ სააკაშვილის მოტყუებას ცდილობდნენ, თუმცა ის ქვეყანაში არა ვინმეს ტყუილის, არამედ საკუთარი სურვილის გამო დაბრუნდა.
"არავის არ მოუტყუებია, ცდილობდნენ, მოეტყუებინათ, მაგრამ მინდა, მათ მივმართო, ვინც ატყუებდა – დაწყნარდით, იცოდეთ, რომ თქვენ ვერავინ ვერ მოატყუეთ. თქვენი ტყუილები დარჩა თქვენთან. მიშამ გადაწყვეტილება მიიღო არა იმიტომ, რომ თქვენ დაგიჯერათ და თქვენ მოატყუეთ, არამედ იმიტომ, რომ თვითონ უნდოდა ასე". – თქვა თემურ ალასანიამ.
0
0