ალბანეთის ოპოზიციონერმა დეპუტატმა პლენარული სესიის დროს ფერადი კვამლი გაუშვა და ფურცლები დაწვა
04/12/2023
17:07
მსოფლიო
A-
+A
ალბანეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატმა პლენარული სესიის დროს ფერადი კვამლი გაუშვა და ფურცლები დაწვა. ოპოზიციური „დემოკრატიული პარტიის“ წევრი, ფლამურ ნოკა მთავრობას ოპოზიციის გაჩუმების მცდელობაში სდებს ბრალს.
გასულ თვეში პროკურატურამ „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს სალი ბერიშას და მის სიძეს კორუფციისთვის წაუყენა ბრალი. პროკურატურა მას პრემიერობის დროს მიწის ნაკვეთის პრივატიზების პროცესში გავლენის გამოყენებაში ადანაშაულებს. ბერიშა ალბანეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ედი რამას მის წინააღმდეგ დევნის ორკესტრირებაში სდებს ბრალს.
აღსანიშნავია, რომ 20 ნოემბერს პარლამენტში „დემოკრატიული პარტიის“ წევრებმა 2024 წლის ბიუჯეტის განხილვის დროს ასევე გაუშვეს კვამლი და ცეცხლი წაუკიდეს ქაღალდებს.
0
0
228
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%