18/12/2024
00:05
საზოგადოება
ლაივ აუქციონი დასრულდა! საქართველოს პირველი საკოლექციო ევრო ბანკნოტი სპეციალური სერიული ნომრით 3,500 € ევროდ გაიყიდა! - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია TRESURIUM-ი ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ლაივ აუქციონი ნიდერლანდების სამეფოში არსებული სააუქციონო სახლის, Crown Currency Auction-ის მიერ ჩატარდა!
"სულ მალე გახდება ცნობილი, როდის და რა ფასად იქნება შესაძლებელი ბანკნოტის შეძენა!
თუ ჯერ კიდევ არ ხართ მომლოდინეთა სიაში, მოგვწერეთ და გახდით საქართველოს პირველი საკოლექციო ევრო ბანკნოტის ერთ-ერთი პირველი მფლობელი!" - აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც ცნობილია, საქართველოს პირველი საკოლექციო ევროს ბანკნოტი ჰოლანდიაში, მაასტრიხში დაიბეჭდა, რომელიც ევროს დაბადების ადგილია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კალიგრაფიის ასოციაცია ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ლიმიტირებული გამოცემა, რომელიც 5000 ცალისგან შედგება, ევროპის ცენტრალური ბანკის თანხმობით, კომპანია TRESURIUM-მა შეიმუშავა და დააფინანსა. აღნიშნულ საკოლექციო ბანკნოტებზე მსოფლიოს წამყვანი დიზაინერებისა და სპეციალისტებისგან შემდგარი ჯგუფი ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდა.
საკოლექციო ბანკნოტი მდიდარია სიმბოლური ელემენტებით, რომლებიც საქართველოს მრავალსაუკუნოვან, მდიდარ კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას განასახიერებს. დავით გარეჯის ლავრა, ალავერდის მონასტერი, რომლის ისტორიული, მე-11 საუკუნის მარანი კომპანია ”ბადაგონმა" აღადგინა და ქართული მეღვინეობის სიმბოლო - ქვევრი, ქართული კალიგრაფია. - სწორედ ამ მნიშვნელოვან ისტორიულ წარსულს წარმოაჩენს პირველი ქართული საკოლექციო ბანკნოტი „ევრო 8000“.
TRESURIUM-მა ქართული ღვინის დეგუსტაცია და პრეზენტაცია მოაწყო ევროპის ისტორიულ ადგილას. ამასთან, TREASURIUM-მა ქართული და ჰოლანდიური დელეგაციების თანდასწრებით ოფიციალურად წარადგინა საქართველოს საკოლექციო ევროს ბანკნოტი “euro 8000”.
ბანკნოტზე ქვევრებია გამოსახული, ასევე აქვს წარწერა "შენ ხარ ვენახი" და "საქართველო მიწის სამშობლო".
0
0