02/03/2023
12:00
მსოფლიო
“ალაჰს ვფიცავ, ბედნიერ დროს ვცხოვრობთ”. ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა „ტელეგრამში“ დაწერა.
„ვიღაცა ამ დროს რთულს უწოდებს, ვიღაცა დრამატულს, ვიღაცა ძალიან რთულს. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ის არის ისტორიული და მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე რუსეთის მომავალ ადგილს განსაზღვრავს.
შესაძლოა, ჩემი პოზიცია ვინმესთვის შოკის მომგვრელი იყოს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, ეს ბედნიერი დროა. და აი რატომ.
პირველ რიგში, იმიტომ, რომ ის ნებისმიერ შემთხვევაში დადგებოდა. და სხვა შემთხვევაში ქვეყნის სათავეში არა პუტინი, არამედ ვიღაცა უხერხემლო ლიბერალი იქნებოდა. პუტინი ხომ უზარმაზარი მრავალეროვნული ქვეყნის გადარჩენით არის დაკავებული და, პარალელურად, მთელი სამყაროს გადარჩენით. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ დიდი სახელმწიფოს დღეები დასრულდებოდა და მისი მრავალი ხალხი, როგორც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩეჩნეთი, ბედის ანაბარა იქნებოდა მიგდებული.
და მეორე. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ჩვენ ბენდეროველ ნაცისტებს და გლობალურ სატანიზმს ვებრძვით. ამ რთულ დროს, სწორედ ამ სისხლის და ცეცხლის ნარევში ახალი რუსეთი ყალიბდება.
ჩვენ გვჯერა, რომ ასეც იქნება. და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ბრძენმა თქვა - გამარჯვების ღირსი ისაა, ვისაც უფრო მეტად სჯერა“.
„დიდება ალაჰს!“ - წერს რამზან კადიროვი.
0
0