05/12/2023
11:33
მსოფლიო
აშშ-ის ალაბამას შტატში, ბირმინგემის სამხრეთ-დასავლეთით, მგლისა და ძაღლის ჰიბრიდმა სამი თვის ჩვილი დაგლიჯა. შინაური ცხოველი ოჯახის კუთვნილი იყო.
,,მგლისა და ძაღლის ჰიბრიდს, შემთხვევის ადგილზე, ვეტერინარმა ევთანაზია ჩაუტარა,“ - განაცხადა შელბის ოლქის შერიფის ოფისმა.
ქალაქის მერის ტონი პიკლსიმერის განცხადებით, ჩვილს შინაური ცხოველის მიერ მიყენებული მრავალი დაზიანება აღენიშნებოდა. ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
როგორც BBC-ი წერს, მსგავსი შემთხვევა 2018 წელსაც დაფიქსირდა, როდესაც ვირჯინიაში რვა დღის ბავშვს მგლისა და ძაღლის ჰიბრიდი დაესხა თავს, რომელიც ოჯახის კუთვნილი იყო.
მინესოტაში მდებარე მგლების შემსწავლელი საერთაშორისო ცენტრის თანახმად, მგლისა და ძაღლის ჰიბრიდი - შეწყვილებული შინაური ძაღლისა და მგლის ლეკვების სახეობა ინტერფერტიულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ შეჯვარების გზით გამრავლება.
მგლისა და ძაღლის ჰიბრიდები აშშ-ში გაცილებით ნაკლებად გავრცელებულია, ვიდრე მგელძაღლები. მგლების შემსწავლელი საერთაშორისო ცენტრის განმარტებით, ამ სახეობის შინაური ცხოველის სახლში ყოლა შეიძლება რთული იყოს მისი რთული და არაპროგნოზირებადი ქცევის გამო. აშშ-ის რამდენიმე შტატმა - ილინოისმა, მიჩიგანმა და ნიუ-იორკმა - მგლისა და ძაღლის ჰიბრიდის შინაურ ცხოველად სახლში ყოლა არალეგალურად გამოაცხადა.
დიდ ბრიტანეთში, პირველი თაობის მგლისა და ძაღლის ჰიბრიდის ფლობისთვის ლიცენზიის გაცემაა საჭირო. 1976 წელს გამოცემულ აქტში ის საშიშ ველურ ცხოველად არის მიჩნეული.
0
0