15/11/2023
10:33
მსოფლიო
„ალ-შიფას ჰოსპიტალური კომპლექსი შესაძლოა “ჰამასის” „გულის ცემაა“,“ - განუცხადა CNN-ს ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) წარმომადგენელმა ვიცე-პოლკოვნიკმა პიტერ ლერნერმა.
„ჩვენი მიზანია, მოვძებნოთ „ჰამასი“ იქ, სადაც ის იმალება. საავადმყოფოს კომპლექსი „ჰამასის“ ოპერაციების განხორციელების ცენტრია და, შესაძლოა, მისი „გულის ცემა“ და სიმძიმის ცენტრიც კი“, - განაცხადა პიტერ ლერნერმა CNN-თან ინტერვიუში საუბრისას.
”ჩვენ საავადმყოფოს ევაკუაციას ვცდილობდით. აუცილებელი სერვისებისთვის საწვავი ვიყიდეთ. საავადმყოფოდან ჩვილების გამოსაყვანად, მობილური ინკუბატორების უზრუნველყოფის მცდელობაც გვქონდა იმიტომ, რომ ღაზელები ჩვენიანები არიან. ჩვენი მტერი ,,ჰამასია““, - დასძინა ვიცე-პოლკოვნიკმა.
ისრაელიც და აშშ-იც აცხადებენ, რომ ,,ჰამასს“ ალ-შიფას დაქვემდებარებაში არსებული სამეთაურო ბაზა აქვს, რასაც ტერორისტული დაჯგუფება უარყოფს.
ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების განცხადებით, ალ-შიფაში [ღაზას უდიდესი საავადმყოფო და იმ მცირერიცხოვანი დაწესებულებიდან ერთ-ერთი, რომელიც ფუნქციონირებს] არსებული სიტუაცია "უკიდურესად მძიმეა", ხოლო ,,ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ისრაელის საჰაერო თავდასხმებისგან თავის შესაფარებლად ჰოსპიტალურ კომპლექსს ათასობით ადამიანი იყენებს.
0
0