
"მოთმინებით, თანდათან, ჩვენ ვხვდებით რეალურად დამოუკიდებელი ქვეყანა, ამისთვის ვიბრძოდი მე" - განაცხადა რადიო სივრცის ეთერში ასათიანმა ისაუბრა საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობაზე 90 -იანი წლებიდან დღემდე და თქვა, იყო პერიოდი, როდესაც ელჩის თანაშემწის ზარზე, მთელი ხელისუფლება ფეხზე დგებოდა, ეს დამოკიდებულება კი მიხეილ სააკაშვილმა მისი მმართველობის დროს, ,,კუბში“ აიყვანა.
რაც შეეხება დასავლეთიდან წამოსულ გზავნილებზე რეაქციებს, აკაკი ასათიანი ,,ქაჯობას“ და ,,პროვინციალიზმს“ უწოდებს.
,, ჯერ კიდევ იმედი არსებობს, რომ ნორმალური და სამართლიანი ურთიერთობა იქნება და არ იქნება ეს მბრძანებლური კილო. ვინმემ ამიხსნას, რატომ უნდა მივიღო უპირობოდ იუკნევიჩიანეს განცხადება?. კაია კალასის ნათქვამზე ადამიანს რეაქცია როგორ უნდა ჰქონდეს, რომლის ქმარიც რუსეთთან ვაჭრობს, რომლის მამაც ცეკას მდივანი იყო და თან აღიარებული სულელია. ან ჯონ ვილსონზე? ივანიშვილმა ორჯერ მეტი რომ გაუგზავნოს, ხვალვე გამოგვაცხადებს დემოკრატიის შუქურად. ამერიკაში ამას ლობიზმი ჰქვია, მე კი ვთვლი მექრთამეობად“.
რაც შეეხება ხელისუფლების რეაქციებს, ასათიანი თვლის რომ არ არის პირდაპირი დაპირისპირება საჭირო, რადგან საუკეთესო იარაღი, ირონიაა.
1
1