აშშ-ის აიოვას შტატში, პერის საშუალო სკოლაში სროლის შედეგად ერთი მოზარდი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. მსროლელმა, ამავე სკოლის 17 წლის მოსწავლემ, მან თავი მოიკლა, იტყობინება BBC.
პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამავე სკოლის 17 წლის მოსწავლემ, დილან ბატლერმა, სკოლაში ცეცხლი გახსნა დილით ადრე, არდადეგების დასრულებიდან პირველ დღეს.
იგი შეიარაღებული იყო თოფითა და პისტოლეტით. პოლიცია ამბობს, რომ მან თავი მოიკლა.
სკოლის შენობაში ასევე აღმოაჩინეს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც გაანეიტრალეს გამნაღმველებმა.
Perry High School მდებარეობს ქალაქ პერიში, სადაც მხოლოდ 8 ათასი ადამიანი ცხოვრობს. პერი მდებარეობს შტატის დედაქალაქის, დეს მოინის ჩრდილო-დასავლეთით. სკოლა არის ადგილობრივი თემის საგანმანათლებლო ქსელის ნაწილი, რომელშიც დაახლოებით ორი ათასი ადამიანი სწავლობს.
0
0