14/05/2023
13:13
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, 2001 წელს დაბადებული დ.ფ., 1971 წელს დაბადებული გ.ფ., 1998 წელს დაბადებული ნ.გ. და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2000 წელს დაბადებული მ.კ. არასრულწლოვანით ვაჭრობის ბრალდებით არიან დაკავებულები.
დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დ.ფ., გ.ფ., ნ.გ. და მ.კ მცირეწლოვან ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და შრომით ექსპლუატაციას სისტემატურად ახდენდნენ. აიძულებდნენ გაეყიდათ ყვავილები და ეთხოვათ მოწყალება. მიღებულ თანხას კი თავად ითვისებდნენ. იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვანები არ დაემორჩილებოდნენ დაკავებულების მითითებებს მათ სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.
0
0