
პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტის განხილვა შემდეგ ეტაპზე გადადის. თემაზე მსჯელობას კანონმდებლები კომიტეტებზე დღეიდან მეორე მოსმენით იწყებენ.
მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო წინადადებით ორმაგდება სხვადასხვა ანგარიშვალდებულ პირთა ინტერპელაციების რაოდენობა, რის გამოც დანიშნულებას კარგავს "მინისტრის საათი" და ის უქმდება.
ახალი რეგლამენტი ასევე ითვალისწინებს პარლამენტის საქმიანობის ერთიანი წლიური ანგარიშის შემოღებას, რომელიც შემუშავდება პარლამენტის სპიკერისა და კომიტეტების ერთობლივი მუშაობით, ახლებურად ყალიბდება ზოგიერთი კომიტეტის სახელწოდება.
ოპოზიცია ინიციატივით უკმაყოფილოა. პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ახლი ინტერპელაცია, რომელიც განსაკუთრებულ კითხვებს გულისხმობს და მხოლოდ შეზღუდულს, ვერ ჩაანაცვლებს მთავრობის ანგარიშვალდებულებას.
"მინისტრის საათი იყო მნიშვნელოვანი შესაძლებლობა სრულყოფილი ანგარიში მიგვეღო სამინისტროების მხრიდან და ახალი ინტერპელაცია, რომელიც განსაკუთრებულ კითხვებს გულისხმობს და მხოლოდ შეზღუდულს, ვერ ჩაანაცვლებს მთავრობის ანგარიშვალდებულებას ამ ფორმით. უბრალოდ, აღარც უნდათ, რომ შეაწუხონ მინისტრები დამატებით", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
1
0