21/11/2024
17:54
პოლიტიკა
„რაც შეეხება აფხაზეთის თემას - რამხელა უჭკუობაა ის, რომ ადამიანებს თუკი ვინმე პროტესტს გამოხატავს რუსული პოლიტიკის მიმართ უწოდო აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის მეომრები და პროქართული ძალები, ან მათი მხარდაჭერის დეკლარირება მოახდინო. არ მინდა ვთქვა,თუმცა სხვა არაფერი არ არის ღალატი." - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ რადიო “სივრცის” ეთერში გადაცემა “შუადღის პოლიტიკაში” განაცხადა,რითაც იგი ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა:
ვოლსკის თქმით, როცა ამას ამბობ, ესეიგი ადამიანებს, ვინც თავიანთი პოზიცია გამოხატა და აფხაზური იდენტობიდან გამომდინარე რაღაც პოზიციას აფიქსირებს ამ კანონის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთს აქვს, უწევ დათურ სამსახურს.
„რაც შეეხება აფხაზეთის თემას - რამხელა უჭკუობაა ის, რომ ადამიანებს თუკი ვინმე პროტესტს გამოხატავს რუსული პოლიტიკის მიმართ უწოდო აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის მეომრები და პროქართული ძალები, ან მათი მხარდაჭერის დეკლარირება მოახდინო. არ მინდა ვთქვა,თუმცა სხვა არაფერი არ არის ღალატი. როცა ამას ამბობ, ესეიგი ადამიანებს, ვინც თავიანთი პოზიცია გამოხატა და აფხაზური იდენტობიდან გამომდინარე რაღაც პოზიციას აფიქსირებს ამ კანონის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთს აქვს, უწევ დათურ სამსახურს. ისევე როგორც, რაღაც უადგილო ადგილას გამოდის ვიღაც მაღალჩინოსანი მოსკოვიდან და არაფერი რომ აღარ დარჩენია კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ უგდებს რაღაც მაშველ რგოლს და ეუბნება, რომ აი, „ქართული ოცნება“ რა კარგად მოქმედებს და ა.შ...თუ რუსეთში თქვეს, რომ ორჯერჯ ორი ოთხია, შენ უნდა თქვა, რომ ხუთია, თუმცა აქაც ორმაგი სტანდარტია, რასაც აღარ შევყვები - აქ ლამის გადაყვნენ ამ რუსეთს, როდესაც ომი დამთავრდა და ტერიტორიების დიდი ნაწილი იქნა ოკუპირებული. დღეს კი, 700 მეტრში მთავარი კომუნიკაციები დაგვიტოვეს და ლულა აქვს დამიზნებული ჩვენ მხარეს. ესენი ამბობენ, ეს შესაძლებლობის ფანჯარაა და მოდი, აფხაზეთისკენ დავიძრათ დღეს, მეორე მხრივ აი, აფხაზეთი გამოფხიზლდა და ჩვენ რა ვერ გამოგვაფხიზლეს, რატო არ ვიწყებთ ომს - ასეთი პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოში რა საკვირველია, საფრთხეს უქმნის არამარტო ქვეყანას,არამედ თვითონ აფხაზეთსაც. 60 000 არიან მაქსიმუმ, აფხაზი ადამიანი, რომელიც დღეს აფხაზეთში ცხოვრობს. დიდი რაოდენობაა მიტინგისთვის, მაგრამ მთლიანად ეს არაფერი არ არის არც რუსეთისთვის, რომ გადატეხონ მათი ნება. რუსეთიც ხო თავის თამაშს თამაშობს, სადღაც რაღაცას ალაგებს, სადღაც დაპირისპირებებს ქმნის - მუდმივი დაპირისპირებების რეჟიმი უნდა შეინარჩუნოს, ხან მათი კანონის საწინააღმდეგოდ, ხან მათი კანონის მხარდასაჭერად. იქ ამბობენ, რომ ეს კანონი არ გვაწყობს, ვინაიდან დემოგრაფიას დაარტყამს, მაგრამ აქვე გაჟღერებულია, რომ იცით რა? არსებობს ასეთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც შეუძლია შემოვლითი გზით აფხაზეთში საკუთრების დიდი ნაწილი შეიძინოს. არამარტო რუსეთში, საფრანგეთშიც რომ იყოს და ეს უქმნის საფრთხეს - ანუ, ორივე მხარე რუსეთს ყოველდღიურად უქნევს პატარა ალამს, რომ მე შენიანი ვარ, მაგრამ ასე ვფიქრობ. მიტინგიც იყო და არავინ არ ჩათვალოს, რომ იქ ვინმე ისეთი გამოჩნდება, რომელიც იტყვის, რომ აფხაზეთის ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა არსებობს რუსეთის გარეშეც. განაცხადა ვოლსკიმ
როგორც პარლამენტის ვიცესპიკერმა აღნიშნა, აფხაზეთში არსებობს გარვეული განწყობები, რომლის ჩამოყალიბების შემთხვევაშიც საქართველო ვარიანტად განიხილება
"იქ არის რაღაც გარკვეული განწყობები, რომელიც დღეს თუ არა, ხვალ ან ზეგ შეიძლება ჩამოყალიბდეს ისე, რომ საქართველო განიხილონ როგორც ვარიანტი, ამიტომ პრაგმატული პოლიტიკა ახასიათებს „ქართულ ოცნებას“ და ამ პრაგმატული პოლიტიკით ჩვენ გვექნება სერიოზული წარმატება, ამაში დარწმუნებული ვარ, თუმცა ხელისშემშლელი ფაქტორებიც იარსებებს.“ - დასძინა ვოლსკიმ.
0
0