21/12/2021
20:42
პოლიტიკა
„ეხო კავკაზას“ ცნობით, ადგილზე ისმოდა სროლის ხმაც. მოგვიანებით ადგილზე მყოფმა ჟურნალისტებმა დააზუსტეს, რომ ეს იყო პეტარდების აფეთქების ხმა, რომელსაც მომიტინგეები ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელთა მიმართ იყენებდნენ. ადრე გავრცელებული ცნობით, დე ფაქტო პარლამენტის შენობის წინ ტერიტორია ავტობუსებით არის ჩახერგილი.
დღეს, 21 დეკემბერს აფხაზეთის ოპოზიციური პოლიტიკური ძალები სოხუმში “არასანქცირებულ” მიტინგს მართავენ.
მიტინგამდე ერთი დღით ადრე, 20 დეკემბერს, დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, არ მიიღონ მონაწილეობა არასანქცირებულ მიტინგში და უკანონო და ანტიკონსტიტუციურ მოქმედებებში. ოპოზიციას კი ნებისმიერ საკითხზე დიალოგისკენ მოუწოდა.
“ჩვენ ვაღიარებთ, რომ არსებობს პრობლემები, გადაუჭრელი საკითხები, მაგრამ სახელმწიფოში მყიფე სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნის საფუძველი არ არის. ნებისმიერი კანონდარღვევა იქნება გამოვლენილი და აღკვეთილი”, – განაცხადა ბჟანიამ.
ოკუპირებული აფხაზეთის სახალხო-პატრიოტული კავშირი დე ფაქტო მთავრობას მოსახლეობის გაღატაკებასა და კორუფციაში ადანაშაულებს.
0
0