25/12/2023
14:12
მსოფლიო
44 წლის აფხაზმა ალექსანდრე სუსლოვმა რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის 500 ხელმოწერა ვერ შეაგროვა. ამის შესახებ SOTA წერს.
მისი საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა მოსკოვში, სასტუმრო იზმაილოვოში გაიმართა. სუსლოვმა შეძლო ამომრჩეველთა მხოლოდ 100 ხელმოწერის უზრუნველყოფა კანონით მოთხოვნილი 500-დან, თუმცა შეხვედრაზე 300-ზე მეტი ადამიანი მივიდა. კანდიდატის მხარდამჭერთა ორმა მესამედმა ვერ შეძლო მისი მხარდაჭერა გაფუჭებული პრინტერისა და მხოლოდ ერთი ნოტარიუსის არსებობის გამო, რომელსაც უზარმაზარი რიგი ედგა, განუცხადა პოლიტიკოსმა „სოტას“.
მანამდე სუსლოვი, არჩევის შემთხვევაში. აომომრჩეველს დაჰპირდა კილოგრამ ოქროსა და 30 ჰექტარ მიწას ოჯახებს, რომლებმაც შვილი გააჩინეს. ახლა ის განიხილავს „მდიდარი ხალხის“ პარტიის შექმნის იდეას, მაგრამ ჯერ არ გადაუწყვეტია, როგორ განახორციელოს ეს.
სუსლოვის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ ის 1979 წლის 22 იანვარს სოხუმში დაიბადა.
თავის წინასაარჩევნო ინტერვიუში სუსლოვმა თქვა, რომ "პირადად იცნობს თავის ამომრჩეველს - 40 მილიონმა ადამიანმა ჩაუარა, როცა მათთვის აკორდეონს უკრავდა".
0
0