18/06/2023
01:11
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, აფრიკის ქვეყნების დელეგაცია კიევში მხოლოდ იმისთვის ჩავიდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი შეეჩერებინათ.
„მათ მხოლოდ ერთი პუნქტი აწუხებთ და რისთვისაც მეჩვენება, რომ ჩამოვიდნენ, ეს არის: „მოდით პუტინის დაკავების ორდერის შეჩერება ერთ-ერთ პუნქტად ვაქციოთ, შემდეგ კი, გადავიდეთ სხვა პუნქტებზე“. ბუნებრივია, ცოტას აინტერესებს სხვა პუნქტები“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ომის დასრულების ერთადერთი რეალური გეგმა უკრაინის მშვიდობის ფორმულაა, დანარჩენი კი დანებების სხვადასხვა ვარიანტებია.
მან ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინის დედაქალაქის დაბომბვაზე დელეგაციის ჩამოსვლის დღეს.
პოდოლიაკის თქმით, კიევზე სარაკეტო შეტევამ გაანადგურა ლოიალობა, რომელიც აფრიკის რიგ ქვეყნებს ჰქონდათ რუსეთის ფედერაციის მიმართ.
0
0