DailyMail-ის ინფორმაციით, იბიცას აეროპორტში, ტურისტების თვალწინ, 54 წლის ბრიტანელმა ქალმა მაკრატლით კისერზე თვითდაზიანებები მიიყენა. მანამდე, ქალმა მაკრატელი აეროპორტში მდებარე აფთიაქში იყიდა. ის, კრიტიკული მდგომარეობით, სასწრაფოდ ახლომდებარე საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.
„როდესაც მან მაკრატელი იყიდა და აფთიაქიდან გარეთ გავიდა, დავინახე, რომ მისი კისერში დარტყმა დაიწყო. ვცადე მისი შეჩერება, მაგრამ გამიჭირდა, რადგან ის ღონიერი ქალი იყო", - თქვა აფთიაქის თანამშრომელმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალს კისრის არეში მრავალი დაზიანება აღენიშნება. პოლიცია შემთხვევის ადგილზე მაშინვე მივიდა. ქალის ვინაობა და თვითდაზიანების მიყენების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ასევე გაურკვეველია, ინციდენტის დროს ქალი მარტო იყო თუ სხვა ადამიანებთან ერთად. პოლიცია ასევე იძიებს, აპირებდა თუ არა ის თვითმფრინავით გამგზავრებას.
0
0