ადვოკატი: სააკაშვილი თანახმაა მკურნალობასა და ექიმებთან თანამშრომლობაზე
A-
+A

აღმოიფხვრა პრობლემები მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციასთან დაკავშირებით, რის გამოც სააკაშვილმა შეწყვიტა მისი პროტესტის დამძიმება – უარი მკურნალობაზე, ანალიზებზე, მაჩვენებლებზე და ასე შემდეგ, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ მოგვეცა კომუნიკაციის შესაძლებლობა ისეთი ფორმით, რაც გამორიცხავდა ჩვენ შორის საუბრის ჩაწერას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. ამის გამო მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა მისი პროტესტის დამძიმება – უარი მკურნალობაზე ანალიზებზე, მაჩვენებლებზე და ასე შემდეგ“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.
0
0
443
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%