
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებული საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს ზაჰესის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტშია მოთავსებული.
რამდენიმე წუთის წინ ახვლედიანთან მისი უფლებადამცველი ლალი აფციაური შევიდა.
აფციაურის თქმით, ახვლედიანი საგარეჯოდან თბილისში გადმოიყვანეს. მისი თქმით, ამ ეტაპზე შემთხვევასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ აქვს და კომენტარს იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებს.
ცნობისთვის, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედიანი. ახვლედიანი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.
თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ ცეცხლნასროლი ჭრილობით დღეს შეიყვანეს. შემდეგ რიჟვაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
0
0