
ადრიატიკის სანაპიროზე დაგეგმილი სამშენებლო პროექტის წინააღმდეგ ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა.
პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა.
პროექტი ეხება 1.4 მილიარდი ევროს ღირებულების სასტუმრო კომპლექსს, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის საინვესტიციო კომპანია Affinity Partners-ი აშენებს.
კომპლექსის მშენებლობა დაგეგმილია ალბანეთის სამხრეთ სანაპიროზე, დაცულ ტერიტორიაზე, სადაც ფლამინგოები, სელაპები და ზღვის კუები ბინადრობენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროექტი საფრთხეს უქმნის ალბანეთის ერთ-ერთ ყველაზე ხელუხლებელ სანაპირო ზონას. ფლამინგოები პროტესტის სიმბოლოდ იქცა და დემონსტრანტები აქციაზე მათი გამოსახულების მქონე პლაკატებით გამოვიდნენ.
როგორც „სქაი ნიუსი“ წერს, ალბანეთის ანტიკორუფციულმა სააგენტომ განაცხადა, რომ პროექტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, თუმცა საქმის დეტალები ჯერჯერობით არ გაუმჟღავნებიათ.
0
0
მესტიაში კიდევ 47 „მაინერი“ ამოიღეს
05/06/2026