
ირანმა აშშ-სთან მოლაპარაკებები შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ირანულ საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ზე დაყრდნიბით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, მიზეზი ლიბანში ისრაელის ქმედებებია.
„ისრაელის რეჟიმის მიერ ლიბანზე თავდასხმების გაგრძელების გათვალისწინებით და იმის გამო, რომ ლიბანი ცეცხლის შეწყვეტის ერთ-ერთი წინაპირობა იყო, რაც ახლა ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანშიც, დარღვეულია, ირანის მომლაპარაკებელი გუნდი წყვეტს მოლაპარაკებებს და შუამავლების მეშვეობით ტექსტების გაცვლას“, – წერს Tasnim.
სააგენტოს ცნობით, ირანი მოითხოვს ისრაელის მიერ ღაზასა და ლიბანში ომების დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ასევე ლიბანიდან ისრაელის არმიის სრულად გაყვანას. Tasnim-ის ცნობით, ვიდრე ამ საკითხებზე პოზიცია არ შეთანხმდება, მოლაპარაკებები არ გაიმართება.
ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, თეირანმა და რეგიონში მისმა მოკავშირე შეიარაღებულმა ჯგუფებმა დღის წესრიგში დააყენეს ჰორმუზის სრუტის სრულად ჩაკეტვა და სხვა ფრონტების გააქტიურება, მათ შორის ბაბ ელ-მანდების სრუტის.
მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბეირუთის სამხრეთ გარეუბანზე დარტყმების ბრძანება გასცა.
„სიენენის“ ისრაელის ერთ-ერთ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბეირუთზე დარტყმის შესახებ გეგმები აშშ-სთან იყო კოორდინირებული.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 ივნისიდან
01/06/2026