
ზურაბ ადეიშვილი უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის მრჩეველი როცა იყო, მაშინ არ მოუთხოვნიათ უნგრეთისთვის მისი ექსტრადირება. ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი "ალიასთან" ინტერვიუში აცხადებს.
მისი თქმით, ხელისუფლებას რუსეთისთვის რომ ესიამოვნებინა, სხვა ვერაფერი მოიფიქრეს.
"რა ვიცი, ზურაბ ადეიშვილი უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის მრჩეველი როცა იყო, მაშინ არ მოუთხოვნიათ უნგრეთისთვის მისი ექსტრადირება. სამართლიანობის აღდგენა არ აიტერესებს ჩვენს ხელისუფლებას, შიდა მოხმარებისთვის სჭირდებათ ეს ყველაფერი. ისევ ვიღაცის, რაღაცის დემონიზაცია ხდება. თან ევროსკეპტიციზმის დანერგვა ხდება, ევროპელები მამაძაღლები არიან, ჩვენს ძებნილებს მაღალ ტრიბუნას აძლევენ. ეს არის რუსული თამაშის ნაწილი. იმ გერმანიაში ადეიშვილი ჩასული იყო, როგორც უკრაინის წარმომადგენელი, რუსეთ–უკრაინის ომის დროს, რუსეთის მიერ სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ახლა, ამის პასუხად რაღაც უნდა გაეკეთებინა ჩვენს ხელისუფლებას, რუსეთი რომ ესიამოვნებინა და ეს მოიფიქრეს, სხვა ვერაფერი" - განაცხადა ხუხაშვილმა.
0
0