“ახლა რასაც გეტყვით, ამის მომსწრე ვარ და ყურმოკრულს არ ვამბობ - პირადად ჩემთვის ივანიშვილს არაერთხელ უთქვამს, ადეიშვილი ძალიან ჭკვიანი ბიჭია, ხომ არ გველაპარაკა მასთან და ჩვენს ხელისუფლებაშიც ხომ არ მოგვეწვიაო. მე და რამდენიმე კაცი წავედით სასტიკი წინააღმდეგი, რადგან დამნაშავედ მიგვაჩნდა. ჩვენ რომ დავთანხმებოდით, ადეიშვილი დღეს შესაძლოა საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ყოფილიყო.” - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
პოლიტოლოგმა “ქართული ოცნების” ლიდერებისგან ზურაბ ადეიშვილის ევროპული ვიზიტების შესახებ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა, რომ მმართველ ძალას ის პროპაგანდისთვის სჭირდება.
"თავის დროზე ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რომ საკმარისი საერთაშორისო სტანდარტის მტკიცებულებები წარედგინათ და ადეიშვილი დღემდე წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში ყოფილიყო. დარწმუნებული ვარ, ეს შეგნებულად არ გააკეთეს, შიდაპოლიტიკური მოხმარებისთვის აცხადებენ მონსტრად. დაკავებული კეზერაშვილის ექსტრადიციისთვის საჭირო მტკიცებულებებიც კი არ წარუდგინეს საფრანგეთს და ის გაათავისუფლეს... ახლა კი დგას "ქართული ოცნება" და დღედაღამ ლანძღავს, დამნაშავედ აცხადებს.
ახლა რასაც გეტყვით, ამის მომსწრე ვარ და ყურმოკრულს არ ვამბობ - პირადად ჩემთვის ივანიშვილს არაერთხელ უთქვამს, ადეიშვილი ძალიან ჭკვიანი ბიჭია, ხომ არ გველაპარაკა მასთან და ჩვენს ხელისუფლებაშიც ხომ არ მოგვეწვიაო. მე და რამდენიმე კაცი წავედით სასტიკი წინააღმდეგი, რადგან დამნაშავედ მიგვაჩნდა. ჩვენ რომ დავთანხმებოდით, ადეიშვილი დღეს შესაძლოა საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ყოფილიყო. ბიძინას ხომ ეს პოლიტიკა ჰქონდა, მზად იყო ნებისმიერი ნაძირალა ჩაეხუტებინა გულში, ვინც კი მიშას შეაგინებდა და ბიძინას ერთგულებას შეჰფიცებდა. დიდი ბოდიში, მაგრამ ადეიშვილს კი აცხადებენ დამნაშავედ, მაგრამ ადეიშვილის ბარტყები, მთელი მისი შექმნილი სისტემა, კოლექტიურ მურუსიძეს რომ ვუწოდებთ, მისი გამოზრდილო მოსამართლეებით და პროკურორებით, ახლა ამ ხელისუფლების ბურჯი არ არის? ისინი მართავენ დღეს სისტემას," განაცხადა ხუხაშვილმა “კვირის პალიტრასთან”.
0
0