18/11/2022
13:47
პოლიტიკა
მესამე პრეზიდენტის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვს.
მისი თქმით, ამაზრზენი და შეურაცხმყოფელია, როდესაც მიხეილ სააკაშვილის დაავადებაზე ადამიანები იძახიან “ფეიკია და თან იცინიან. წამზომი ჩართულია", აცხადებს ნიკოლოზ სააკაშვილი.
„დრო, წამმზომი ჩართულია. შაბლონური ფრაზაა, მაგრამ მიყვარს მე ეს ფრაზა. დრო ძალიან სწრაფად გარბის. 2-3 დღეში, მაქსიმუმ ერთ კვირაში, კაცი, ადამიანი, პაციენტი, ყოველ შემთხვევაში, არა პატიმარი, აუცილებლად უნდა გავიდეს უცხოეთში, სადაც რამდენიმე ქვეყანაში არის უკვე მზადყოფნა მისი დახვედრის მრავალპროფილურ კლინიკებში. მსოფლიო ზრუნავს მიშას ჯანმრთელობაზე და ჩვენ აქედან არ ვუშვებთ.
ადამიანის სიცოცხლეზე, დაავადებაზე და გაჭირვებაზე იძახიან, რომ ეს არის ფეიკი და იცინიან... ეს ამაზრზენიც არის, შეურაცხმყოფელიც არის. მე ვთვლი, რომ ეს შეურაცხმყოფელია არა მიშასთვის, არა ჩვენი ოჯახისთვის, არამედ, რასაკვირველია, შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.
0
0