ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში, მამაკაცმა გზის პირას ადამიანის დამწვარი სხეული იპოვა, რომელსაც ფეხები, ხელები და თავი მოწყეტილი ჰქონდა. თვითმხილველის თქმით, როდესაც მან სასწრაფო დახმარება გამოიძახა, ნეშტი ჯერ კიდევ იწვოდა.
ესპანეთის პოლიციამ საზარელი შემთხვევის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.
მათი განცხადებით, ჯერჯერობით დაუზუსტებელია, მსხვერპლი მამაკაცია თუ ქალი. პოლიციის ვარაუდით, ინციდენტი შესაძლოა ნარკოტიკების გამო გამოწვეულ დაპირისპირებასთან იყოს დაკავშირებული.
პოლიცია სხეულის დანარჩენი ნაწილების პოვნას დრონის დახმარებით ცდილობდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილთან ახლოს ნაპოვნია ჩემოდანიც, თუმცა მასში მსხვერპლის კიდურები არ აღმოჩნდა.
როგორც Dailymail-ი წერს, ესპანეთის პოლიციამ საზარელი შემთხვევის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. შემთხვევის ადგილიდან გაუჩინარებულ პირებს ცხელ კვალზე ეძებენ.
დანაწევრებული ადამიანის ნეშტი ალიკანტეს იურიდიულ სამედიცინო ინსტიტუტში გადაასვენეს, სადაც მას გაკვეთა ჩაუტარდება. პოლიციის ინფორმაციით, სასამართლო ექსპერტიზა დაადგენს მსხვერპლს ასევე მიყენებული აქვს თუ არა სხეულზე ტრავმული დაზიანებები დანით ან ცეცხლსასროლი იარაღით, რაც სიკვდილს იწვევს.
0
0