05/09/2023
13:44
პოლიტიკა
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აჭარის მთავრობას მიმართა და მოუწოდა, რომ მოქალაქეებს ბანკის გადასახადები გადაუვადონ.
„რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი აჭარიდან, გონიოში იქნებოდა თუ ბათუმში, ადგილობრივები შემომჩიოდნენ ერთ რამეზე რომ თითქმის სანახევროდაც ვერ გამართლდა წელს ის მოლოდინი, რომელიც ჰქონდა ტურისტული სეზონის მიმართ.
ეს იყო ნოვოკახოვკას ჰესის აფეთქება და შავ ზღვაში ჩაღვრილი ნაგავი, რომლისაც ყველას ეშინოდა და რომლის გამოც ათიათასობით ადამიანმა თავი შეიკავა აჭარაში ჩასვლისგან. მეორე საკითხი, ეს რუსები კი არიან ბევრნი, დადიან აქეთ-იქით მთელ აჭარაში, მაგრამ სინამდვილეში აჭარლებს მათგან არაფერი ხეირი არ აქვთ. იმიტომ რომ რუსებს თავისი რესტორნები აქვთ, თავისი კაფეები აქვთ, ღამის კლუბები აქვთ და მინიმალური სარგებელი აქვს ადგილობრივ მოსახლეობას.
შესაბამისად, ხალხმა აიღო კრედიტები, საბანკო ვალდებულებები. მინდა აჭარის მთავრობას მივმართო. მიმართვა არ უნდა სჭირდებოდეს, ხალხის სატკივარი უნდა ესმოდეს რომ გადაუვადონ ხალხს პროცენტები, იმიტომ რომ უბედურ დღეშია. ეს იქნებოდა ადეკვატური და ადამიანური საქციელი აჭარის მთავრობის მხრიდან“, - აღნიშნა ელისაშვილმა.
ამასთან, ელისაშვილის თქმით, ე.წ. დეველოპერები სპობენ თბილისის ისტორიულ ნაწილს, ისტორიულ შენობებს და ნაგებობებს, ველურად და ბარბაროსულად.
მეორე საკითხი - ე.წ. დეველოპერები სპობენ თბილისის ისტორიულ ნაწილს, ისტორიულ შენობებს და ნაგებობებს, ველურად და ბარბაროსულად, იმისთვის რომ ზედმეტად 10 და 100 ათასი ლარი იშოვონ მზად არიან მოსპონ ყველაფერი და თავის გემოზე აშენებენ ყველაფერს.
ახლახან მოხდა ასეთი რამ, ლაღიძის 12 ნომერში არაჩვეულებრივი ისტორიული კედელი, რომელიც ლამაზად გადმოჰყურებდა მტკვარს, ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ დალეწა დაანგრია ბულდოზერებით. ეს კომპანია ვინ არის? ბაღდადის, ტყიბულის, ზესტაფონის მაჟორიტარის ბატონი წაქაძის და მისი შვილის კომპანია.
მერიამ სიტყვა სიტყვით თქვა, რომ ეს იყო დარღვევა. ბატონი წაქაძე გამოვიდა და ცინიკურად მოგვახსენა რომ გამოფიტული კედელი იყო და ჩამოინგრაო. 200 წელია კედელია და თავისით როგორ ჩამოინგრა? ბულდოზერით თუ მიადგები, ჩამოინგრევა ნებისმიერი კედელი. ბატონო ბეჟან აქ იდიოტები ნუ გგონივართ. თვალში ნაცარს ნუ გვაყრით. აღადგინეთ კედელი, რომელიც ჩამოანგრიეთ“, - მიმართ ელისაშვილმა წაქაძეს.
0
0