-share.jpg)
არ არსებობს იარაღი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ძალთა ბალანსი ბრძოლის ველზე და „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ შედეგი; კიევისთვის მიწოდებული „აბრამსის“ ტანკები სერიოზული იარაღია, მაგრამ ისინიც დაიწვებიან. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ეს ყველაფერი ვერანაირად ვერ იმოქმედებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის არსზე, მის შედეგზე. არ არსებობს პანაცეა და არც ერთი ტიპის იარაღი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ძალთა ბალანსი ბრძოლის ველზე. არ არსებობს ასეთი იარაღი“ - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
„და „აბრამსის“ ტანკები სერიოზული იარაღია, მაგრამ დაიმახსოვრეთ, როგორ ისაუბრა პრეზიდენტმა სხვა ქვეყანაში წარმოებულ სხვა ტანკებზე, რომ ესეც დაიწვება“ - დასძინა მან.
თეთრმა სახლმა მანამდე დაადასტურა, რომ აბრამსის პირველი პარტია უკრაინაში ჩავიდა; საერთო ჯამში, შეერთებული შტატები 31 ტანკის მიწოდებას აპირებს.
0
0