18/06/2023
19:02
მსოფლიო
სანქცირებულ რუს ბიზნესმენს, რომან აბრამოვიჩს სურს, რომ საფეხბურთო კლუბ ლონდონის ჩელსის გაყიდვით მიღებული თანხის ნაწილით ომით დაზარალებულ რუსებსაც დაეხმაროს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Daily Mail ავრცელებს.
გამოცემა ასევე წერს, რომ აბრამოვიჩის სურვილს სანქცირებული რუსეთის დასახმარებლად არც ბრიტანეთის მთავრობა და არც ევროკავშირი არ დათანხმდება.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის, ჯეიმს ქლევერლის თქმით, ამჟამად ის არ არის დარწმუნებული, რომ დახმარება გაიგზავნება მანამ, სანამ მთავრობა ზაფხულის არდადეგებზე გავა.
"ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ თანხა მიუვა იმას, ვისთვისაც ის გამიზნულია. მე მჭირდება სრულად დავრწმუნდე, რომ ეს ასეა” - ამბობს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი.
ცნობისთვის, ბრიტანული გამოცემა Telegraph-ის მიხედვით, ბრიტანეთის მთავრობა ახლოს არის უკრაინის დასახმარებელი ფონდისთვის £2.3 მილიარდის გადასარიცხად, რომელიც სანქცირებულმა რუსმა ბიზნესმენმა, რომან აბრამოვიჩმა საფეხბურთო კლუბ ლონდონის ჩელსის გაყიდვით მიიღო.
0
0