
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობა ომის დასრულების შესახებ აშშ-ის შეთავაზებას განიხილავს.
აბას არაღჩის თქმით, მხარეებს შორის გარკვეული გზავნილების გაცვლა მოხდა, მაგრამ ამას არ შეიძლება, ეწოდოს მოლაპარაკებები.
მედიის ცნობით, ვაშინგტონი თეირანისგან მოითხოვს, სრულად თქვას უარი ბირთვულ იარაღზე, ასევე შეწყვიტოს ბალისტიკური რაკეტების წარმოება და ახლო აღმოსავლეთში მოქმედი მარიონეტული ძალების დაფინანსება.
თეირანში აცხდებენ, რომ ომის დასრულება სურთ, თუმცა, არა ვაშინგტონის პირობებით.
„რამდენიმე იდეა წამოაყენეს, ერთ-ორ ადგილას ვნახე, რომ 15-პუნქტიანი გეგმის სახით იყო აღწერილი, თუმცა სხვადასხვა წინადადების სახით იყო წარმოდგენილი. ყველა მათგანი ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებას გადაეცა და პოზიციის დაკავება საჭირო თუ გახდება, ეს აუცილებლად გადაწყდება. ამ ეტაპზე ჩვენი პოლიტიკა წინააღმდეგობის და ქვეყნის დაცვის გაგრძელებაა. ამჟამად ჩვენ არ გვაქვს მოლაპარაკებების განზრახვა და არანაირი მოლაპარაკებები არ გამართულა“, – განაცხადა არაღჩიმ.
აბას არაღჩიმ ასევე თქვა, რომ ირანი მზადაა, ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოდ გაატაროს იმ ქვეყნების გემები, რომლებსაც ირანი მეგობრულ სახელმწიფოებად მიიჩნევს.
0
0
სატყეო რეფორმის ძირითადი მიმართულებები
26/03/2026