27/12/2024
23:00
პოლიტიკა
აბა, "კრედიტ სუისთან" ამერიკას რა შეხება აქვსო?! მოკლედ, ფაზლი სრულიად აიწყო - მაიდანი ვერ მოაწყვეს, ოპოზიცია ერთმანეთს დაერია, ყოფილი დიპლომატებისა და ნაც-მოძრაობის ლობისტების განცხადებებს, ქართველებისთვის ჩალის ფასი აქვს. - ამის შესახებ “ხალხის ძალის” წარმომადგენელი, ზურა ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე შეასებით, “ბაიდენის მკვდარმა ადმინისტრაციამაც, გადმოუგდო საკბილო უსამშობლო რადიკალებს”.
"დეზორიენტირებულ, ჩავარდნილ რევოლუციას ფიჩხი ესაჭიროებოდა, ბაიდენის მკვდარმა ადმინისტრაციამაც, გადმოუგდო საკბილო უსამშობლო რადიკალებს.
ისე, ბიძინა ივანიშვილი მანამდეც ფაქტობრივი სანქციების ქვეშ იყო და რა შეიცვალა ახლა?
ახლა ის შეიცვალა, რომ რასაც წლებია ვამბობდით საკუთარი საქციელით აღიარეს - ამერიკა იდგა, ყველა იმ შანტაჟის უკან, რაც წლებია ბიძინა ივანიშვილის მისამართით ხორციელდებოდა და რადგანაც ვერ დაუქვემდებარეს გლობალურ პოლიტ-კონიუნქტურას, გადაწყვიტეს დინების წინააღმდეგ ცურვისთვის მკაცრად დასჯა, აი ისე, 33 წლის წინ, რომ დასაჯეს საქართველო.
● დიახ, საქართველო არ აქცია დასავლეთ-რუსეთის კონფლიქტის მეხამრიდად.
● დიახ, არ გაანადგურა ქართული ეკონომიკა!
● დიახ, ბიძინა ივანიშვილი, მშვიდობისთვის დაასანქცირეს!
მორჩა კინო!" - წერს ქადაგიძე.
0
0