30/05/2023
14:12
პოლიტიკა
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” "გეგმა B აამუშავა," რომელიც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას გულისხმობს.
ასეთი შეფასება მისცა კობახიძე, ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას, რომელიც გუშინ ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის სახლში გაიმართა:
„სააკაშვილი უჩიოდა უყურადღებობას და როგორც ჩანს, ამით გამოხატეს ყურადღება მის მიმართ. მის სახლში ჩავიდნენ და იქ გამართეს პოლიტსაბჭოს სხდომა. ჩაიშალა პირველი გეგმა. ეს ადამიანები 500-600 დღის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი ყოველდღე კვდებოდა, მას კლავდა ქართული ხელისუფლება, სასამართლო, ის ხან იწამლებოდა, ხან აწამებდნენ, ათასი რამ მოიგონეს. სტრასბურგის სასამართლომ ამ ყველაფერს ცივი წყალი გადაასხა, აქედან გამომდინარე აამუშავეს გეგმა B. გეგმა B არის ის, რომ სააკაშვილმა უნდა განაახლოს სათანადო კალორაჟით საკვების მიღება და უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში. როგორც ჩანს, ეს არის ახალი გეგმა და ამის გამოხატულება შეიძლება იყოს მის სახლში პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვა,“ - განაცხადა კობახიძემ.
0
0