17/07/2023
13:33
მსოფლიო
“მსოფლიო და საკუთარი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ შეუძლებელია ტერორისტებთან ბრძოლა საერთაშორისო სანქციებით, დაშინებით ან შეგონებებით, მათ ესმით მხოლოდ ძალის ენა, ამიტომ აუცილებელია ტერორისტების სახლების აფეთქება, მათი თანამზრახველების განადგურება და რაც მთავარია, ტერორისტული დაჯგუფებების უმაღლესი ხელმძღვანელობის განადგურება” - წერს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამში“.
„მსოფლიო და ჩვენი საკუთარი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ შეუძლებელია ტერორისტებთან ბრძოლა საერთაშორისო სანქციებით, დაშინებით ან შეგონებებით. მათ ესმით მხოლოდ ძალის ენა. მხოლოდ პერსონალური და სრულიად არაადამიანური მეთოდები“ - წერს მედვედევი.
„ამიტომ, აუცილებელია ააფეთქოთ მათი სახლები და მათი ნათესავების სახლები. მოძებნეთ და გაანადგურეთ მათი თანამზრახველები, უარი უნდა ითქვას მათ წინააღმდეგ სასამართლო პროცესის უაზრო იდეაზე. მაგრამ, მთავარია, ტერორისტების უმაღლესი ხელმძღვანელობის განადგურება. ჯგუფები, სადაც არ უნდა იმალებოდნენ ეს მწერები. რთულია, მაგრამ შესაძლებელია“, - განაცხადა მრდვედევმა.
ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ცნობით, ორშაბათს კიევმა ყირიმის ხიდზე ტერორისტული თავდასხმა მოახდინა ორი წყლისზედა თვითმფრინავით, დაზიანდა ხიდის გზის კომპონენტი, დაიღუპა ორი ზრდასრული და დაშავდა ერთი ბავშვი.
ყირიმისა და ყუბანის ხელისუფლება მოსახლეობას და ტურისტებს სთხოვს, თავი შეიკავონ ყირიმის ხიდზე გადაადგილებისგან, აირჩიონ ალტერნატიული მარშრუტი ახალი რეგიონების გავლით.
0
0