23/08/2022
22:07
პოლიტიკა
იმ რეალობიდან გამომდინარე რაც გვაქვს, მიხეილ სააკაშვილს არც აქვს უფლება, აქ დარჩეს, რადგან ის არის უკრაინის მოქალაქე _ ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.
“იმ რეალობიდან გამომდინარე რაც გვაქვს, მას არც აქვს უფლება აქ დარჩეს, რადგან ის არის უკრაინის მოქალაქე. ჩვენ დეტალურად არ ვეხებით ხოლმე, რატომღაც ამ საკითხს. ჩემი უკმაყოფილების მიუხედავად, ბევრ ადამიანს მინდა ვუთხრა მადლობა. სამწუხაროდ, მოხდა ბევრი რამის დევალვაცია, ღირებულებებს ვკარგავთ და რჩება ერთადერთი ღირებულება ფული, მაგრამ იმედი მაქვს ეს არის დროებითი იმიტომ, რომ ადამიანი ყველანაირ პრობლემას ეგუება, ერთადერთი რასაც ძნელად იტანს ადამიანი, ეს არის სიყვარულისა და სითბოს ნაკლებობა. ხშირად იგონებენ 9 წელს, ეს არიყო 9 წელი, არამედ 18 წელი იყო, 95 წლიდან დაიწყო და ეს იყო სასწაულების წლები მართლაც, მე მაგალითად ვამაყობ. ეს სასწაულები ჩემს შვილს ხალხის სიყვარულმა და მხარდაჭერამ შეაძლებინა. მიუხედავად ამ საშინელი დღეებისა, ამ სიყვარულს მუდმივად ვგრძნობ და მინდა ამ ხალხს მადლობა ვუთხრა. მადლობა გადავუხადო ექიმებს, ექთნებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ“_ განაცხადა გიული ალასანიამ.
0
0