
2024 წლის თებერვლის მონაცემებით უკრაინის მოსახლეობა ყველაზე მეტად შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალ ვალერი ზალუჟნის ენდობა. მას მხარს უჭერს გამოკითხულთა 94% და მხოლოდ 5% უნდობლობას უცხადებს. ამის შესახებ suspilne.media იუწყება.
კვლევა კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა ჩაატარა.
რაც შეეხება სხვა ცნობილი სახელმწიფო მოხელეთა რეიტინგს:
სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი - ენდობა 66%, არ ენდობა - 19%;
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი - ენდობა 64%, არ ენდობა 35%;
ვოლონტიორი სერგეი პრიტულა - ენდობა 61%, არ ენდობა 33%;
შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრე სირსკი - ენდობა 40%, არ ენდობა - 21%.
ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენეს:
დეპუტატი იური ბოიკო - ენდობა 10%, არ ენდობა 73%
დეპუტატი იულია ტიმოშენკო - ენდობა 17%, არ ენდობა 82%,
პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი - ენდობა 11%, არ ენდობა 83%.
კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა კვლევები 5-10 თებერვალს ჩაატარა. გამოკითხვაში 1202 რესპონდენტი მონაწილეობდა.
0
0