01/12/2023
21:04
მსოფლიო
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადამდგარი მოსამართლე სანდრა დეი ო'კონორი 1 დეკემბერს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ო'კონორი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი უზენაესი მოსამართლე იყო.
ო'კონორი 1973 წელს არიზონის სენატის უმრავლესობის ლიდერი გახდა და ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი იყო, რომელიც შტატის სენატს ხელმძღვანელობდა.
1981 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა წინასაარჩევნო პირობა შეასრულა და უზენაესი მოსამართლის პოსტზე ქალი კანდიდატების სია წარადგინა, რომელშიც ო'კონორიც შედიოდა. სენატმა იგი დაამტკიცა 99 ხმით 0-ის წინააღმდეგ.
მიჩნეულია, რომ ო'კონორი კონსერვატორული შეხედულებების მიუხედავად, უზენაეს სასამართლოში ერთგვარ ცენტრს წარმოადგენდა და გადაწყვეტილებებს პრაგმატული თვალსაზრისით იღებდა.
ო'კონორი პოსტიდან 2006 წელს გადადგა, რათა თავის ალცჰაიმერით დაავადებულ ქმარზე ეზრუნა.
2009 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირველ ქალ უზენაეს მოსამართლეს ამერიკელი მოქალაქისთვის უმაღლესი ჯილდო, თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი, გადასცა.
უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ო'კონორი დემენციისა და სასუნთქი გზების დაავადების გართულების შედეგად გარდაიცვალა.
0
0