26/11/2023
15:13
მსოფლიო
9 წლის ემილი ჰენდი ერთ-ერთი მძევალია, ვინც 25 ნოემბერს ჰამასმა პალესტინელ პატიმრებში გაცვალა. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
7 ოქტომბერს გოგონა ბეერი კიბუცში, მეგობრის სახლში იმყოფებოდა, როდესაც სახლს ღამით ტერორისტები დაესხნენ თავს და მისი მეგობარი და მეგობრის დედაც გაიტაცეს.
„ემილი ჩვენთან დაბრუნდა. ჩვენ ვერ ვპოულობთ სიტყვებს ჩვენი ემოციების აღსაწერად 50 რთული დღის შემდეგ. უზომოდ გახარებულები ვართ, რომ ემილის ისევ ჩავეხუტებით, მაგრამ ამავე დროს, გვახსოვს ყველა მძევალი, რომელიც ჯერ არ დაბრუნებულა. გავაგრძელებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ხელშია, რათა ისინი სახლში დავაბრუნოთ“, - ნათქვამია ჰენდის ოჯახის განცხადებაში.
ემილის მამა ირლანდიელი ტომას ჰენდია, რომელიც ისრაელში 30 წლის წინ გადასახლდა, მისი ცოლი - ემილის დედა ისრაელის მოქალაქე ლიატი რამდენიმე წლის წინ სიმსივნით გარდაიცვალა. „ჰამასმა“ პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ მძევლების ორი ჯგუფი გაათავისუფლა. 26 ნოემბერს მესამე გაცვლა იგეგმება.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.
0
0