06/04/2022
16:53
პოლიტიკა
9 აპრილს, ამ ღრმად სიმბოლურ და ისტორიულ დღეს ნაცმოძრაობა და მისი გამონაყოფები ამზადებენ სახელმწიფო გადატრიალების მორიგ მცდელობას. უკრაინის ხელისუფლების ჩართულობა ამ პროცესში უკვე ეჭვს აღარ იწვევს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე წერს.
„9 აპრილს, ამ ღრმად სიმბოლურ და ისტორიულ დღეს ნაცმოძრაობა და მისი გამონაყოფები ამზადებენ სახელმწიფო გადატრიალების მორიგ მცდელობას. უკრაინის ხელისუფლების ჩართულობა ამ პროცესში უკვე ეჭვს აღარ იწვევს. სწორედ ამას ემსახურებოდა მათი ბოლოდროინდელი დემარშები, რომ ნაცებისთვის ხელში ჩაედოთ საპროტესტო მუხტის აწევის ინსტრუმენტები, რასაც ისინი აქამდე ვერ ახერხებდნენ.
მათი მიზანია, რომ აღმოვჩნდეთ ჩათრეული კონფლიქტში, ჩვენი მშვიდობიანი ცა დენთის სუნით გაიჟღინთოს, ჩვენს ქალაქებს დაეცეს ბომბები და ქუჩებში გვამები გაჩნდეს“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
0
0