07/11/2022
20:54
პოლიტიკა
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ყველაზე მეტ გამოკითხულს (88%) პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.
კვლევის თანახმად, მეორე ადგილზეა კახა კალაძე 51%-ით, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი - 44 პროცენტით.
პერსონების მოწონების რეიტინგი:
პატრიარქი ილია მეორე - 88 %;
კახა კალაძე - 51%;
ირაკლი ღარიბაშვილი - 44 %;
ანა დოლიძე - 40 %;
სალომე ზურაბიშვილი - 38%;
დავით უსუფაშვილი - 38%;
ნინო ლომჯარია - 38 %;
გიორგი გახარია - 37%;
გიორგი ვაშაძე - 37%;
ბიძინა ივანიშვილი - 36%;
ირაკლი კობახიძე - 34%;
ელენე ხოშტარია - 33%;
მიხეილ სააკაშვილი - 33%;
შალვა ნათელაშვილი - 33%;
ნიკა მელია - 32%;
ხატია დეკანოიძე - 31%;
ალეკო ელისაშვილი- 30%;
მამუკა ხაზარაძე - 29%;
შალვა პაპუაშვილი - 28 %;
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 26 %;
ბადრი ჯაფარიძე - 23%;
გიგა ბოკერია - 17 %;
ხათუნა სამნიძე - 15 %.
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
0
0