04/05/2023
13:34
სამართალი
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დააკმაყოფილა ლადო მჟავანაძის სარჩელი.
“ბათუმელების” ინფორმაციით, ლადო მჟავანაძე 86 წლისაა და გონიოში ცხოვრობს. ის უკვე 10 წელზე მეტია მიწის რეგისტრაციას ითხოვს.
„ეს მიწები გონიოელებს მოგვცა ციტრუსის მეურნეობის დირექტორმა, კირილე ბერიძემ, ოფიციალურად გაფორმდა აქტები… ჭაობი იყო, ამოვაშრეთ და ბოსტნები მოვაწყვეთ, ბოსელიც მქონდა, რომელიც 2012 წელს დამინგრიეს,“ – ამბობს ლადო მჟავანაძე.
იმავე მოსამართლემ ლადო მჟავანაძის სარჩელი 2020 წელს არ დააკმაყოფილა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ, შემდეგ კი უზენაესმა სასამართლომ, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს საქმის ხელახლა განხილვა დაავალა – 86 წლის კაცი სასამართლოში ბათუმის მუნიციპალიტეტის მიწის კომისიის წინააღმდეგ დავობდა, მას ყოფილი მეურნეობის მიერ გადაცემული მიწის საკუთრების აღიარებაზე 2017 წელს უარი უთხრეს.
საუბარია გონიოში კონკრეტული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე. 87 ოჯახი მეურნეობისგან გადაცემულ მიწებს ამ დრომდე იყენებს თუმცა მიწის აღიარების კომისია მათ საკუთრებაში გადაცემაზე უარს ამბობს.
წყარო: “ბათუმელები”
0
0