03/12/2023
10:11
მსოფლიო
შეერთებულ შტატებში ხანდაზმული მამაკაცი დააკავეს, მას პოლიცია მეუღლის მკვლელობას ედავება. ინფორმაციას NBC Philadelphia ავრცელებს.
28 ნოემბერს პენსილვანიის შტატში მცხოვრებმა 84 წლის ბარტონ სელტმანმა დარეკა პოლიციაში და შეატყობინა, რომ ვიღაცამ სცემა მისი ცოლი, რომელიც ახლა უგონო მდგომარეობაში იყო. როცა შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდა, მათ მამაკაცი წინა ვერანდაზე დახვდნენ, მას სახე, ხელები და ტანსაცმელი სისხლით ჰქონდა დაფარული. 85 წლის მარგარეტ სელტმანი სამზარეულოში მკვდარი ეგდო.
პათოლოგებმა დაადგინეს, რომ მარგარეტ სელტმანის გარდაცვალების მიზეზი თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმა იყო.
დაკითხვისას მამაკაცმა აღიარა, რომ მან და მისმა მეუღლემ კატის ვეტერინარული მოვლის ხარჯების გამო იჩხუბეს. კამათის დროს ქალმა, სავარაუდოდ, დანა აიღო და ქმარს დაემუქრა. საპასუხოდ, ბარტონ სელტმანი მას სკამით დაესხა თავს, რის გამოც ქალი დაეცა და თავი იატაკზე დაარტყა.
მამაკაცს მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. მისი პროცესი 5 დეკემბერს ჩაინიშნა.
0
0