
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 8 მაისი დასავლელი და აღმოსავლელი მოკავშირეების მიმართ ნაციზმზე გამარჯვებისთვის გერმანიისგან გამოთქმული მადლიერების დღე იყო. ეს თარიღი ასევე გახდა ხსოვნისა და ჭკუის დარიგების დღე, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერმა.
გერმანიის მოსახლეობას გერმანელების მიერ აღმოსავლეთ ევროპაში გაჩაღებული, განადგურებისკენ მიმართული, დაუნდობელი ომი ახსოვს და პატივს სცემენ საბჭოთა კავშირის ხალხების ტანჯვისა და დევნის, სიძულვილისა და ძალადობის მსხვერპლთა ხსოვნას.
რაც შეეხება ევროპის ომის შემდგომ აღმშენებლობას, განაგრძო გერმანიის პრეზიდენტმა, 8 მაისი ასევე იმედის დღე გახდა, რადგან ომში გადარჩენილებს მიაჩნდათ, რომ პოლიტიკური საკითხების მოსაგვარებლად, საომარ მოქმედებებს მეტი აღარავინ მიმართავს. მან გაიხსენა 1975 წლის ჰელსინკის დასკვნითი აქტი, რომლის ხელმოწერითაც სსრკ-მა, აშშ-მა და ევროპის ყველა ქვეყანამ კონტინენტზე საზღვრების ხელშეუხებლობა დაადასტურა.
„პოლიტიკოსთა მრავალი თაობა იმის უზრუნველსაყოფად მუშაობდა, რომ „მეტი არასდროს“ ასევე ნიშნავდეს „ომი ევროპაში მეტი არასოდეს იქნება“. მიხეილ გორბაჩოვმა თავისი ხედვა შემოგვთავაზა: საერთო ევროპული სახლი. მაგრამ დღეს, 8 მაისს, საერთო ევროპულ სახლზე ოცნება ჩაიშალა; მისი ადგილი კოშმარმა დაიკავა. 8 მაისი, ომის დღეა“, - განაცხადა შტაინმაიერმა.
0
0