28/03/2023
14:07
პოლიტიკა
„პირდაპირ გეუბნებით, 76 მანდატი მომეცით - ორ კვირაში ჩაგაბარებთ 12 პუნქტს გაკეთებულს, მარტივი გადასაწყვეტია ეს საკითხი“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ პარლამენტში კანონებს უმრავლესობა იღებს და არა ოპოზიცია.
„სადაც იქნება კანონი, რომელიც შეესაბამება 12 პუნქტს, ჩვენ ამას გავაკეთებთ. [ოპოზიციის] მეორე როლი - იგივე რუსულ კანონთან დაკავშირებით ჩვენ საზოგადოებას ვაჩვენეთ ამ პრობლემის სიმწვავე ყველა საკომიტეტო და სასესიო დარბაზში და სწორედ ამის შემდეგ, ხალხის პროტესტის ფონზე „ქართულ ოცნებას“ მოუწია, ჩაეგდო ის. ეს არის ოპოზიციის როლი, რომ ფხიზელი იყოს საზოგადოება, რომ ვერავინ ვერ შეძლოს მისი ტყუილში შეყვანა. რაც შეეხება კანონებს, პირდაპირ გეუბნებით, 76 მანდატი მომეცით - ორ კვირაში ჩაგაბარებთ 12 პუნქტს გაკეთებულს. მარტივი გადასაწყვეტია ეს საკითხი, უმრავლესობა იღებს კანონებს პარლამენტში და არა ოპოზიცია“, - აცხადებს ვაშაძე.
0
0