01/12/2023
16:08
მსოფლიო
,,70 წლის ქალმა ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით მკურნალობის შემდეგ ტყუპები გააჩინა,“ - განაცხადა უგანდას საავადმყოფომ
უგანდას დედაქალაქ კამპალას განაყოფიერების ცენტრში, საფინა ნამუქვაიამ ბიჭი და გოგონა საკეისრო კვეთით გააჩინა.
ნამუქვაიამ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ მისი მშობიარობა "სასწაულია".
საავადმყოფომ ნამუქვაიას ტყუპების დაბადება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს მოვლენა "სამედიცინო წარმატებაზე მეტია, რადგან ის ადამიანის სულიერ ძალასა და გამძლეობას ეხება".
როგორც ნამუქვაიამ უგანდას გაზეთ Daily Monitor-ს განუცხადა, ორსულობის პერიოდი რთული იყო, რადგან მისმა პარტნიორმა მიატოვა, როდესაც მიხვდა, რომ ქალი ტყუპების გაჩენას აპირებდა.
სამი წლის მანძილზე, ეს ნამუქვაიას მეორე მშობიარობაა. მან 2020 წელს გოგონა გააჩინა.
,,უშვილობის გამო დამცინოდნენ. შვილების გაჩენა მას შემდეგ მომინდა. სხვის შვილებს ვუვლიდი ხოლმე და როდესაც ისინი წამოიზრდებოდნენ, მარტო მტოვებდნენ. მაინტერესებდა, ვინ იზრუნებდა ჩემზე, როცა დავბერდებოდი“, - თქვა ნამუქვაიამ.
0
0