-share.jpg)
გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და კასპში არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ ახალგაზრდა კაცს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, პოლიციამ არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით შიდა ქართლში ერთი პირი დააკავა.
მას ბრალად 7 წლის ბავშვის გაუპატიურება ედება. როგორც ირკვევა, კაცი მცირეწლოვნის ბიძაა.
შემზარავი შემთხვევა კასპში მოხდა. როგორც სკოლაში აცხადებენ, ბავშვს ყველაზე ახლო კონტაქტი სწორედ მანდატურთან ჰქონდა. ბავშვი სპეციალური საჭიროების მქონეა.
მანდატურმა ეს ინფორმაცია სკოლის დირექტორს მიაწოდა, სწორედ მათ შეატყობინეს მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს. ბავშვს სამედიცინო ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, ახლა მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.
7 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ახალგაზრდა მამაკაცს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
0
0