
7 ნოემბრის საქმეზე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი დღეს განახლდება.
ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ 26 თებერვალს მას შემდეგ მიიღო, რაც ამავე პროცესზე ერთ-ერთი ადვოკატი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ გამოცხადდა.
კოლეგიის თავმჯდომარის ნინო ელიეშვილის განცხადებით, სხდომა ტექნიკურად ვერ გაიმართებოდა და მომდევნო სხდომა დღეისთვის, 11 მარტს, 11:30 საათზე დაინიშნა.
პროცესს დაესწრებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი და ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.
0
0