07/11/2022
21:27
პოლიტიკა
"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულ მოქალაქეთა 64% საქართველოს მთავრობას/მმართველ პარტიას აკისრებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მოიპოვებს.
კითხვაზე, თუ საქართველო წარუმატებელი აღმოჩნდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების მხრივ, ვინ იქნება პასუხისმგებელი შედეგზე? პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
64% - საქართველოს მთავრობა/მმართველი პარტია;
8% - ოპოზიციური პარტიები;
6% - ევროკავშირი;
2% - რუსეთის ომი უკრაინაში;
1% - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები;
3% - სხვა;
17% - არ ვიცი / უარი პასუხზე;
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
0
0