25/06/2023
21:46
მსოფლიო
ჩინელი მილიონერი ლიან ში ამბობს, რომ ჯერ არ იცის, გაისად კვლავ შეეცდება თუ არა გამოცდის ჩაბარებას.
56 წლის ჩინელი მილიონერისთვის კვლავ მიუწვდომელ ოცნებად რჩება საერთო ეროვნული გამოცდის ჩაბარება და პრესტიჟულ სიჩუანის უნივერსიტეტში სწავლა.
ლიან ში წელს ოდამეშვიდედ გავიდა ეროვნულ გამოცდაზე, თუმცა ამჯერადაც არ გაუმართლა და მიღებული ქულები ყველაზე დაბალი რანგის სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლადაც კი არასაკმარისი აღმოჩნდა.
ლიან შის თქმით, ის რამდენიმე თვის განმავლობაში დილაადრიანად დგებოდა, 12 საათის განმავლობაში სახელმძღვანელოებში იყო ჩაფლული, წვეთ ალკოჰოლსაც კი არ სვამდა და მეგობრებთან მაჯონგის თამაშის უფლებასაც კი აძლევდა თავს, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, კვლავ ვერ შეძლო ბარიერის გადალახვა.
ლიან ში მისაღებ გამოცდაზე პირველად 16 წლის ასაკში, 1983 წელს გავიდა და ათჯერ მცდელობის შემდეგ იმის გამო შეწყვიტა უნივერსიტეტში მოხვედრაზე ფიქრი, რომ ხელისუფლებამ გამოცდაზე გამსვლელთათვის ასაკობრივი ცენზი შემოიღო.
2001 წლიდან ასაკობრივი ცენზი გაუქმდა და ლიან შიმ კვლავ განაახლა მცდელობები, თუმცა ოცნება ყოველთვის აუხდენელი რჩებოდა და რჩება კიდეც.
“ჯერ არ ვიცი, ისევ შევეცდები თუ არა მომავალ წელს ეროვნული გამოცდების ჩაბარებას. თუ შევწყვეტ მცდელობას, მაშინ ყოველი ფინჯანი ჩაის დალევის დროს, სინანულით გასახსენებელი მექნება, რომ ვერ შევძელი მიზნის მიღწევა”, ამბობს მილიონერი.
0
0