22/02/2022
13:38
პოლიტიკა
მისი თქმით, თუ ვინმეს აინტერესებს ვინ არიან საქართველოს მოღალატეები, უნდა ნახონ წერილი, რომელსაც 53-მა ადამიანმა მოაწერა ხელი.
„შეიძლება, ამ ვითარებაში გამოხვიდე და პუტინს - თქვენო აღმატებულებავ უწოდო ქართველმა ადამიანმა? ასეთი მოღალატეები, მეხუთე კოლონა ისტორიულად გვყავდა - სერგო ორჯონიკიძეც და ფილიპე მახარაძეც სიმღერ-სიმღერით შემოუძღვნენ წითელ არმიას. ესენი არიან 21-ე საუკუნის მოღალატეები, ირმა ინაშვილის თამადობით. ვეტერანი ადამიანი რომ პუტინს მიმართავ და იტყვი, ნატო-ში არ უნდა მიგვიღონო, ვეტერანმა, რომელიც აფხაზეთსა და ოსეთში ნაომარი იყო, ეს რა ნამუსით დაწერა. ეს 53 ადამიანი არის მოღალატე, გამარჯობა არ უნდა ვუთხრათ, წავიდნენ და დონეცკში გადასახლდნენ, ტაში იქიდან უკრან, თავის აღმატებულებას,"- განაცხადა ელისაშვილმა.
0
0