10/06/2024
16:13
სამართალი
პროკურატურის ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არ დააკმაყოფილა მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019-2022 წლებში, თითქოსდა საცხოვრებელი ბინების აშენებისა და საკუთრებაში გადაცემის პირობით, ბრალდებული 51 მოქალაქის კუთვნილ - 3 023 176 ლარს მოტყუებით დაეუფლა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“, მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და 19-180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა.
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უცვლელად ძალაში დარჩა და ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
0
0