15/07/2023
09:16
საზოგადოება
მომღერალი ლაშა ღლონტი ექიმ გიორგი ღოღობერიძის გადაცემაში იმყოფებოდა სტუმრად. მომღერალმა მამის გარდაცვალებაზე ისაუბრა, რომელიც ალცჰაიმერით იყო დაავადებული. რესპონდეტნმა ის მძიმე დღე გაიხსენა, როცა მამა გარდაცვლილი ბულვარში იპოვა:
„მოძრავი ადამიანი იყო და გარეგნულად არაფერი აწუხებდა. მაგრამ დაეწყო ღამე გასვლები. იტყოდა ხოლმე სამსახურში მივდივარო. წავიდოდა 15 წუთით და მერე მოდიოდა. ერთხელ დღის განმავლობაში დაიკარგა, ამის მერე ჩავკეტეთ კარი და კონტროლის ქვეშ გვყავდა. სამწუხაროდ, გაიპარა. მთელი ბათუმი ეძებდა.
დაახლოებით ხუთი დღე ვეძებეთ. ეს ხუთი დღე ჩემ ცხოვრებაში ყველაზე მძიმე იყო, რომელმაც ჩემს ჯანმრთელობაზე იმოქმედა. ვლოცულობდი ცხედარი მაინც მეპოვა.. ბათუმის ახალი ბულვარის ბოლოში ვიპოვეთ გარდაცვლილი." ამბობს მომღერალი.
ცნობისთვის, ლაშა ღლონტის მამა 2016 წელს გარდაიცვალა.
0
0